
რუსეთში, ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ საბადოზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი
26/07/2024 10:44:41 მსოფლიო
რუსეთში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში, ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ საბადოზე აფეთქება მოხდა. არსებული ცნობებით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია შვიდი ადამიანი.
საბადოს ოპერატორი „როსნეფტში“ შემავალი კომპანია „როსპან ინთერნეიშენალია“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ დაღუპული და დაშავებულები კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლები არიან.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი საქმეს იძიებს სამრეწველო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით.