
"აღმოვაჩინეთ გზები ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის" – ნეთანიაჰუ მასკს შეხვდა
26/07/2024 10:53:12 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს შეხვდა და ხელოვნური ინტელექტის გავლენებზე ესაუბრა,– ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები, მისი გავლენა ეკონომიკაზე და საზოგადოებაზე, ასევე აღმოვაჩინეთ გზები ისრაელთან ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის“, – დაწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და მასკთან შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეა მართავს შეხვედრებს, სიტყვით მიმართა კონგრესსაც. დაანონსდა, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან გამართავს მოლაპარაკებას.