მერია: ადიგენში ექვსი სოფლის გზის მოწყობა დასრულდა

26-07-2024 14:57:15 რეგიონები ,რეკლამა

ადიგენის მერიის ცნობით, ადიგენში ექვსი სოფლის გზის მოწყობა დასრულდა.

"მუნიციპალიტეტის სოფლების: წახანი-ქიქინეთი, ფლატე-არზნესა და სამყურე -ღორძეს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთებზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა. გარდამავალი პროექტების ფარგლებში, ჯამში, წახანი-ქიქინეთის დამაკავშირებელი გზის 3 კმ-ის, ფლატე-არზნეს 2,954 კმ-ის, ხოლო სამყური-ღორძეს 2,593 კმ-ის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, რომლის საერთო ღირებულება ჯამში 4 მლნ ლარამდეა.

დასრულებული პროექტები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერიის ინსპექტირებისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

„აღნიშნული პროექტები გარდამავალი იყო, რომლის დასრულების შემდეგაც ჯამში სოფლების დამაკავშირებელი გზის 9 კმ-მდე მონაკვეთებზე, რკინა-ბეტონის საფარი მოეწყო, მიერთებებით, ეზოში შესასვლელებითა და სანიაღვრე არხებით. დასრულებული და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ადგილობრივები უკვე სარგებლობენ და გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთებზე მეტად უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდებიან. ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა“-განაცხადა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ.

აღსანიშნავია, ისიც რომ ობიექტებზე ხელმძღვანელი პირები პერიოდულად მონიტორინგის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, როგორც დასრულებულ პროექტებს ასევე მიმდინარე სამუშაო პროცესებს ადგილზე ეცნობიან", – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები