"აგენტების  კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

26-07-2024 15:34:12 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ფრიდონ ბუბუტეიშვილის პროცესი დასრულდა.

დაცვის მხარე პატიმრობის გადახედვას და აღკვეთის ღონისიძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ 20 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა, – იუწყება "მთავარი არხი".

სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ აქციაზე ბიჭმა ქვა ესროლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო.

"ბრალდების მხარის პოზიცია არის, რომ აღნიშნულ ადამიანს რომ ხელი დაულურჯდა, თურმე 7 წლამდე პატიმრობა ეკუთვნის აღნიშნულ ადამიანს, არ არსებობს ამ საქმეში მტკიცებულებები", - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები