კობახიძე: ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება

26-07-2024 15:37:07 პოლიტიკა ,საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლევილის ისტორიულ მამულში კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფებოდა.

ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა. დაანონსებულია, რომ შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი რვა საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა.

მამულში დასრულდა გუშაგის სახლის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა; აღდგა 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახე.

"ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა და რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.

2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება, რა თქმა უნდა, ის სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს",– თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები