ლიეტუვის შსს ომის შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის გეგმას განიხილავს

26-07-2024 16:02:45 ევროპა

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ მთავრობის წარმომადგენლებთან განიხილა ომის შემთხვევაში მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის საკითხი, იტყობინება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური 25 ივლისს.

შსს იტყობინება სხვა სამინისტროებთან შეთანხმებაზე მათი პასუხისმგებლობისა და ამოცანების შესახებ სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის მოსამზადებლად. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან მიაწოდონ კონკრეტული მონაცემები თავიანთი შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესახებ.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ივლისის დასაწყისში მან მუნიციპალიტეტებს გაუგზავნა ევაკუაციის წერილობითი გეგმა და მოსთხოვა, შეაფასონ მისი განხორციელების შესაძლებლობები და საჭიროებები.

მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცედურის ახალი ვერსიის საბოლოოდ დამტკიცებას გეგმავს. გეგმა ასევე შემოწმდება სახელმწიფო დონის სამოქალაქო თავდაცვის წვრთნებისას.

მანამდე ცნობილი იყო, რომ შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით ევაკუაციის წვრთნები ჩატარდებოდა.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის LRT-ის ცნობით, ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხი მეტად აქტუალური გახდა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები