პოლონეთის და ლიეტუვას პრეზიდენტებმა ისრაელში ვიზიტი გააუქმეს

22-01-2020 11:26:35 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტის შემდეგ ისრაელში მიმდინარე ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც არ დაესწრება.თუმცა, როგორც ცნობილია, ნაუსედა 27 იანვარს პოლონეთს ეწვევა და ოსვენციმის ბანაკის გათავისუფლების 27 წლისთავს დაესწრება.

ლიეტუვას პრეზიდენტს ისრაელში ვიზიტის გაუქმების ზუსტ მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა მედია ვარაუდობს, რომ აღნიშნულის მიზეზი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასა და მის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შორის მეორე მსოფლიო ომის საკითხზე არსებული დაპირისპირება გახდა.

როგორც ცნობილია, ისრაელში, მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმს პოლონეთის პრეზიდენტიც არ ესწრება. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მას „პუტინის ტყუილების მოსმენა არ სურს“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლონეთის ელჩი გერმანიაში იყო „ანტისემიტი ღორი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები