აგვისტოში თურქეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დროებით შეუჩერდება

26-07-2024 16:58:24 კავკასია

აგვისტოში თურქეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება რამდენიმე დღით შეუჩერდება.

მიზეზად თურქეთის სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-ში საექსპორტო მილსადენის ტექნიკური მომსხურების სამუშაოებს ასახელებს.

შეტყობინების მიხედვით, „შაჰდენიზის“ გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური მომსახურების სამუშაოებისა და რემონტის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთის სახელმწიფო გაზგამანაწილებელ ქსელში „თურქგეზის“ მხრიდან 5 დღის განმავლობაში 31 ივლისიდან 5 აგვისტომდე შეუძლებელია იქნება, TANAP-ის შესვლის წერტილიდან - 4 დღის განმავლობაში 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე.

ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ ეროვნულ გაზგამანაწილებელ ქსელში აღნიშნულ პერიოდში მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის შენარჩუნებისთვის ყველა ზომა გათვალისწინებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები