სერბეთში მიგრანტების ავტობუსი ამობრუნდა, დაშავდა ათობით ადამიანი

26-07-2024 17:15:12

პარასკევს სამხრეთ-დასავლეთ სერბეთში ამობრუნდა მიკროავტობუსი, რომელშიც 50მდე მიგრანტი იმყოფებოდა. ავარიის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. წერს AP.

ინციდენტი ბულგარეთის საზღვართან, აღმოსავლეთ ქალაქ პიროტსა და სერბეთის ქალაქ ნისს შორის გზაზე მოხდა.

RTS-ის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ცენტრში 22 ადამიანია გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პიროტის ჰოსპიტალში კიდევ 17 ადამიანი შეიყვანეს, მათგან ორი რეანიმაციაშია.

სერბეთი მდებარეობს ე.წ. ბალკანეთის სახმელეთო მარშრუტზე, რომელსაც მიგრანტები იყენებენ დასავლეთ ევროპაში მოსახვედრად. მიგრანტები სერბეთში ჩადიან ბულგარეთიდან ან ჩრდილოეთ მაკედონიიდან და შემდეგ მიემართებიან ჩრდილოეთით და დასავლეთით – უნგრეთის ან ხორვატიისკენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები