
ესპანეთის პოლიციამ ბრინჯის ტომრებში დამალული ოთხი ტონა კოკაინი აღმოაჩინა
26/07/2024 13:31:35 მსოფლიო
ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ბრინჯის ტომრებში დამალული ოთხი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.
მისი ცნობით, კოკაინი ევროპაში პარაგვაიდან იგზავნებოდა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, კონტრაბანდით დატვირთული კონტეინერები ბარსელონას პორტში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩავიდა, თუმცა კოკაინის პარტია ივლისში, კონტეინერების ტრანსპორტირების დროს ტოლედოში აღმოაჩინეს.
მომხდართან დაკავშირებით ესპანეთში რვა პირია დაკავებულია, ორი – პარაგვაიში.