სასამართლომ "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე გიორგი შანიძეც პატიმრობაში დატოვა

26-07-2024 17:50:08 სამართალი

სასამართლომ "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე გიორგი შანიძეც პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა, ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა, – იუწყება "მთავარი არხი".

შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავება - სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შაინიძს მიერ, სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.

შაინიძეს ედავებიან 265-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულსაც, რაც ნარკოტიკული საშუალება კანაფის მოყვანას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს პატიმრობაში დატოვეს 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები