Accentnews.ge
ეროვნული გამოცდები დასრულდა, შედეგების გამოქვეყნება აგვისტოში დაიწყება

ეროვნული გამოცდები დასრულდა, შედეგების გამოქვეყნება აგვისტოში დაიწყება

26/07/2024 14:37:14 საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 26 ივლისს დასრულდა.

პირველადი შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე – აპლიკანტთა 71%.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი - 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც დამხმარე მასალის სარგებლობის მცდელობის გამო.

იტყობნებიან, რომ ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია და შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება.

რაც შეეხება სხვა საგნებს, შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. გამოსაცდელი მიღებული ქულისა და საკუთარი ნაშრომის ნახვას შეძლებს ვებგვერდზე: online.naec.ge.

  • საქართველოს მასშტაბით 2024 წელს გახსნილი იყო სულ 24 საგამოცდო ცენტრი.
  • გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის - ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის - 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S