ბექა ოდიშარია: არასდროს გვითქვამს, რომ აშშ „გლობალური ომის პარტიას“ წარმოადგენს

26-07-2024 19:02:40 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ არცერთ წევრს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც „ქართული ოცნების“ რიგით წევრებს არასდროს მოგვიხსენიებია ერთობლივად „გლობალური ომის პარტია“ და აშშ-ის ადმინისტრაცია, ხელისუფლება და ხალხი და არც ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა. ბუნებრივია, „გლობალური ომის პარტია“ არსებობს. ის არ შეიძლება მთლიანად ხელისუფლებას წარმოადგენდეს, მისი გავლენები არის უზარმაზარი, კოლოსალური.

საქართველო მათ ნამეტანი ეპატარავებათ და ამიტომაც უბედავდნენ ყველაფერს, რასაც უბედავდნენ ეს ორი წელიწადი, მაგრამ ყველაფერი დალაგდება. მალე რეგიონი დამშვიდდება, ომი დამთავრდება და საქართველოსთანაც აღდგება მეგობრული, ტრადიციული ურთიერთობა“, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ. მანამდე მსგავსი განცხადება მისმა კოლეგამ – მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია,მათ შორის, შეთქმულების თეორიების აქტიური გამავრცელებელი "ხალხის ძალის" განცხადებებს ხსენებს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილია და როგორც ირკვევა, არჩევნებშიც კვლავ "ქართულ ოცნებას" შეერწყმება.

„ოცნებას, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის, მხოლოდ რუსული სტილის შეთქმულების თეორიები დარჩა“, - ამბობს აქუბარდია.

„იმავე დღეს, როცა მამუკა მდინარაძემ უარყო, რომ დასავლეთს არ უწოდებენ "გლობალური ომის პარტიას", გამოვიდა "ხალხის ძალა" და ღიად განაცხადა, რომ აშშ აქ აპირებს გადატრიალებას და ასევე ბევრი განცხადებაა იმის შესახებ, თუ რამდენად მტრულად არიან განწყობილნი ჩვენი მეგობრებიადმი და როგორ აძლევენ ოკუპანტ სახელმწიფოს საქართველოში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობას.

ამიტომ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს სიცრუეა და მათი ტყუილი არაერთხელ ამხილა ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები