უკრაინა და მოლდოვაც შეუერთდნენ ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას

26-07-2024 20:30:56 მსოფლიო

ცხრა ევროპული ქვეყანა შეუერთდა ევროკავშირის საბჭოს 15 ივლისის გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთში დაჯგუფებების მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ბორელის თქმით, ბლოკში გაწევრიანების კანდიდატები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა და მონტენეგრო, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია შეუერთდნენ ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაგრძელებას. მათ შორის არ ფიგურირებს საქართველო.

„ისინი უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ გადაწყვეტილებას. ევროკავშირი ითვალისწინებს და მიესალმება ამ ვალდებულებას“, - დასძინა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს ევროკავშირის საბჭო დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის გახანგრძლივებაზე.

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის შემდეგ დააწესა რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერის გამო. მაისის შუა რიცხვებში კი გააფართოვა შემაკავებელი ზომები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები