მედია: რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან თვითმფრინავების ევაკუაცია განახორციელა ამერიკულ იარაღზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ

26-07-2024 21:06:08 მსოფლიო

რუსეთის არმიამ სამხედრო ვერტმფრენები და გამანადგურებელ ბომბდამშენები უკრაინის საზღვრიდან მოშორებით განათავსა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ნება დართო, განეხორციელებინა დარტყმები ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე. ამის შესახებ “ვაჟნიე ისტორიი” წერს.

კერძოდ, რეაქტიული თვითმფრინავები გაიყვანეს ვორონეჟის საავიაციო ბაზა "ბალტიმორიდან", რომელიც უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში მდებარეობს. როგორც განმარტავენ, ამ აეროდრომმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის ქალაქებზე მართვადი ბომბებით თავდასხმაში. ასევე დაცლილია ვერტმფრენების ბაზა როვენკიში, ბელგოროდის რეგიონში და სხვა საზღვრისპირა მსხვილი საჰაერო ბაზები,– წერს მედია.

მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ნება დართო, რომ მიღებული ამერიკული იარაღი რუსეთში სამხედრო მიზნების წინააღმდეგ გამოეყენებინა. თუმცა, ვაშინგტონმა შეზღუდა დარტყმის მანძილი საზღვრიდან 100 კილომეტრზე, რითაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩამოართვა შესაძლებლობა, დაარტყას რუსეთის საკვანძო აეროდრომებს, წერდა Washington Post.

18 ივლისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს, მოხსნან შეზღუდვა იარაღზე, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურონ ყველა აეროდრომი, საიდანაც რუსული თვითმფრინავები ფრინდებიან უკრაინის ქალაქების დასაბომბად. მეორე დღეს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გადახედოს პოზიციას უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების დასაშვებობის შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის დახმარებით. რამდენიმე დღით ადრე მსგავსი განცხადება პენტაგონშიც გაკეთდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები