პარიზში ჰოლოკოსტის მემორიალის შეურაცხყოფისთვის სამი პირი დააკავეს

26-07-2024 23:10:00 ევროპა

ბულგარეთმა განაცხადა, რომ პარიზში ჰოლოკოსტის მემორიალის შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი სამი მოქალაქე დააკავა. ეს ინფორმაცია პარასკევს ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ (DANS) დაადასტურა.

DANS-ის ცნობით, ორი ბულგარელი დააკავეს ქვეყნის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი უცხოეთში – ქვეყანა არ სახელდება. AFP-ის წყაროების თანახმად, საუბარია ხორვატიაზე.

სამივე ფიგურირებს საფრანგეთში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხება „ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობას", "სხვისი ქონების განადგურებასა და დაზიანებას სხვა პირებთან წინასწარი შეთანხმებით ეთნიკური, რასობრივი და სხვა ნიშნით“.

DANS ამბობს, რომ დაკავებულები კავშიში არიან ბულგარულ ჯგუფებთან, რომლებიც „ატარებენ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ იდეოლოგიას“. ისინი საფრანგეთის მიერ 19 ივლისს გაცემული დაკავების ორდერის საფუძველზე აიყვანეს.

შემთხვევა მაისის შუა რიცხვებში მოხდა. პარიზში შეურაცხყვეს იმ ადამიანების პატივსაცემად განთავსებული მემორიალი, რომლებმაც ებრაელები გადაარჩინეს საფრანგეთის ოკუპაციის დროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები