
დრონებით თავდასხმის შემდეგ "კავკაზის" პორტში ნავთობპროდუქტების დაგროვებას ზღუდავენ
26/07/2024 19:27:36 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეზღუდოს საწვავ–საპოხი მასალების და ქიმიური პროდუქტების დაგროვება "კავკაზის" პორტში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ ობიექტებში. ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტულ სააგენტო TASS-ს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან აცნობეს.
სამუშაო რეგლამენტში ცვლილებები შეიტანეს კომპანიებმა "ვერპ", "კავკაზ", "იუგნეფტეხიმტრანზიტ", ასევე აზოვო-ჩერნომორსკის აუზის ფილიალის ტერიტორიულმა განყოფილებამ "როსმორპორტ".
„მასშტაბური განადგურების რისკების მინიმიზაციის მიზნით, განიხილება ფეთქებადი ტვირთის და ქიმიური ელემენტების ბრუნვის შემცირების საკითხები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე მიღებულია ზომები კავკაზის პორტის საინჟინრო, ტექნიკური და ფიზიკური დაცვის გასაძლიერებლად, იტყობინება ФСБ-ს კრასნოდარის ფილიალი.
23 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქის პორტ „კავკაზის“ რუსულ სარკინიგზო ბორან „სლავიანინზე“ თავდასხმა.