Accentnews.ge
კაცი, რომელსაც თელავში 2 კაცის მკვლელობას ედავებიან, დააკავეს

კაცი, რომელსაც თელავში 2 კაცის მკვლელობას ედავებიან, დააკავეს

27/07/2024 08:30:25 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყეების კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა თ.წ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 1995 წელს დაბადებულ ა.გ-ს და 1972 წელს დაბადებულ კ.ზ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად თ.წ. დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S