Accentnews.ge
უკრაინა რუსეთის 3 აეროდრომზე, მათ შორის საზღვრიდან 1800 კილომეტრით მოშორებულ "ოლენიაზე" თავდასხმის შესახებ იუწყება

უკრაინა რუსეთის 3 აეროდრომზე, მათ შორის საზღვრიდან 1800 კილომეტრით მოშორებულ "ოლენიაზე" თავდასხმის შესახებ იუწყება

28/07/2024 09:02:30 მსოფლიო

უკრაინა რუსეთის მურმანსკის ოლქში მდებარე აეროდრომზე თავდასხმის შესახებ იუწყება.

კერძოდ, უკრაინული მედია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 27 ივლისს უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, მურმანსკის ოლქში, ქალაქი ოლენეგორსკში მდებარე ოლენიას აეროდრომზე იერიში მიიტანეს და შორი მანძილის სტრატეგიულ ბომბდამშენ "ტუ-22M3"-ს დაარტყეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ასევე განაცხადა, რომ, მურმანსკის ოლქის აეროდრომის გარდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დრონებმა რუსეთში იერიში მიიტანეს კიდევ ორ სამხედრო აეროდრომზე - ერთი სარატოვის ოლქში, ენგელსში და მეორე რიაზანის ოლქში, დიაგილევოში მდებარეობს, ასევე დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რიაზანშია.

მანამდე, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებდა, რომ უკრაინული დრონები თავს დაესხნენ სამიზნეებს ორენბურგის რეგიონში და ბაშკირეთში. უკრაინიდან ამ რეგიონებამდე დაახლოებით 1500 კილომეტრია, ოლენეგორსკამდე კი - დაახლოებით 1800.

ოლენიას აეროდრომზე განლაგებული თვითმფრინავები რეგულარულად მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ იერიშებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S