
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება
28/07/2024 09:21:12 მსოფლიო
რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზებზე დრონებით თავდასხმები გრძელდება. ამჯერად, შეტევა კურსკის რეგიონში მდებარე ნავთობის საცავზე განხორციელდა.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსეი სმირნოვის განცხადებით, კვირას ღამით საწვავის სამ ავზს ცეცხლი გაუჩნდა., თუმცა ხანძარი მალევე ჩააქრეს. მისივე თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსეთის ის რეგიონები, რომლებიც უკრაინის საზღვართან ახლოსაა, ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად იბომბება. რუსული მხარე ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა, როგორც წესი, თავდასხმებზე კომენტარს არ აკეთებს.