Accentnews.ge
თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ევაკუირებულია მოსახლეობა

თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ევაკუირებულია მოსახლეობა

29/07/2024 05:06:10 მსოფლიო

თურქეთში ტყის ხანძრებს რამდენიმე პროვინციაში ებრძვიან.

სტიქია ანტალიის, იზმირის და გაზიანთეპის პროვინციაში მძვინვარებს. ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილას ხანძრის კერა ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობაში 8 თვითმფრინავი, 6 შვეულმფრენი და 22 სახანძრო მანქანა მონაწილეობს. თურქეთის სამხრეთით ხანძარი 20 ჰექტარზეა მოდებული. ხელისუფლებამ ადგილობრივების ევაკუაცია განახორციელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S