
უკრაინა: რუსების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ
29/07/2024 06:34:44 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 განეიტრალებულია.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო სამიზნეები განადგურდა დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და კიროვოგრადის ოლქებში.
გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ ჩამოგდებულია Kh-59/Kh-69 მართვადი რაკეტა.