
პოლონეთის საგარეომ უნგრეთს ევროკავშირიდან და NATO–დან გასვლა შესთავაზა
29/07/2024 07:43:26 ევროპა, მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სიტყვებს „ევროპის დაცემაის“ თაობაზე.
„მე ნამდვილად არ მესმის, რატომ სურს უნგრეთს, დარჩეს იმ ორგანიზაციების წევრად, რომლებიც არ მოსწონთ და აშკარად, "ცუდად ექცევიან" მათ. რატომ არ აყალიბებს (ორბანი) ალიანსს პუტინთან და ამ ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოებთან? როცა არ გინდა, იყო კლუბის წევრი, ყოველთვის შეგიძლია დატოვო“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადისლავ ტეოფილ ბარტოშევსკიმ.
ამასთან, დიპლომატმა ორბანის პოლიტიკას უწოდა „ანტიევროპული, ანტიუკრაინული და ანტიპოლონური“.
27 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა არ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი და ასევე გამოაცხადა „ევროპის დაცემა“.
უნგრეთი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი, მუდმივად აკრიტიკებდა უკრაინის სამხედრო დახმარებას სხვადასხვა საბაბით. 2023 წლის ოქტომბერში ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აგრძელებს რუსეთთან კომუნიკაციას „მშვიდობისთვის“.