Accentnews.ge
ერდოღანს ჰუსეინის ბედი შეახსენეს, ნეთანიაჰუს - ჰიტლერის

ერდოღანს ჰუსეინის ბედი შეახსენეს, ნეთანიაჰუს - ჰიტლერის

29/07/2024 07:51:29 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებას ისრაელში შესაძლო შეჭრის შესახებ ისრაელის მთავრობისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერდოღანმა, რომელიც "სადამ ჰუსეინის კვალს მისდევს და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება, უნდა გაიხსენოს, რა მოხდა ერაყში და რით დასრულდა ყველაფერი".

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის მიერ ერაყში 2003 წელს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას მოჰყვა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა და შიიტების მასობრივი მკვლელობისთვის მისი გასამართლება და სიკვდილით დასჯა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის პასუხად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა პრეზიდენტ ერდოღანს „კაცობრიობის სინდისის ხმა“ უწოდა და განაცხადა, რომ "ვინც ამ სამართლიანი ხმის ჩახშობას ცდილობს, მათ შორის ისრაელი, ღრმა პანიკაშია".

დღეს, 29 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„ნეთანიაჰუს გენოციდსაც ჰიტლერის გენოციდის მსგავსი დასასრული ელის, რადგან ვინც პალესტინელების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისევე აგებს პასუხს, როგორც გენოციდის ჩამდენმა ნაცისტებმა აგეს", – აცხადებენ სამინისტროში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S