Accentnews.ge
კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს

კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ახალგაზრდა ქალი გაიტაცეს

29/07/2024 08:05:58 სამართალი

კახეთში, სოფელ კაბალიდან დღეს დილით 23 წლის გოგო გაიტაცეს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

გამოცემას გატაცებული გოგოს ბიძა ეუბნება, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს.

„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს. პოლიციასაც შევატყობინეთ, თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“, - ამბობს გატაცებული ქალის ბიძა.

გატაცებულ ქალს პოლიცია ეძებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S