Accentnews.ge
მედია: საფრანგეთის შს მინისტრს წერილი გაუგზავნეს ჭირის კვალით

მედია: საფრანგეთის შს მინისტრს წერილი გაუგზავნეს ჭირის კვალით

29/07/2024 08:18:58 ევროპა

საფრანგეთის პოლიცია იძიებს შს მინისტრისთვის გაგზავნილი საეჭვო წერილის საქმეს, რომელიც შეიცავდა ფხვნილს – წინასწარმა კვლეამ ჭირზე დადებითი პასუხი გამოავლინა. წერს Le Figaro.

მინისტრისადმი მიწერილი წერილი დიჟონის მახლობლად საფოსტო დახარისხების ცენტრში იპოვეს. ცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს, ვაინაიდან ეჭვები უმარკო კონვერტმა აღძრა. ხოლო კონვერტში აღმოაჩინეს შავი ფხვნილი და რასისტული წერილი.

პოლიციის მიერ ჩატარებულმა წინასწარმა ტესტებმა, რომელიც ეხება ქიმიურ, ბიოლოგიურ, ბირთვულ, რადიოლოგიურ და ფეთქებად ნივთიერებებს, ჭირზე მცირე დადებითი რეაქცია დაფიქსირდა. ამჟამად უფრო ღრმა ანალიზები ტარდება საწყისი შედეგების დასადასტურებლად ან უარსაყოფად.

ჭირი არის დაავადება, რომელმაც შუა საუკუნეებში ევროპაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სადღეისოდ ადამიანის დასნებოვნება ხდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით. სათანადო მკურნალობის გარეშე ხშირად ის მომაკვდინებელია.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს უსაფრთხების გაძლიერებული ზომებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S