
საფრანგეთის სარკინიგზო დივერსიაში ეჭვმიტანილები გამოავლინეს
29/07/2024 09:00:43 ევროპა
ფრანგი გამომძიებლები თვლიან, რომ მემარცხენე ექსტრემისტები იდგნენ გასულ კვირას, ოლიმპიური თამაშების წინ განხორციელებული სარკინიგზო დივერსიის უკან. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა, წერს Reuters.
დარმანენის თქმით, დივერსიის განმახორციელებელთა სტილი მემარცხენე ექსტრემისტების დამახასიათებელ ნიშნებს ატარებდა.
„ჩვენ რამდენიმე ადამიანის პროფილის იდენტიფიცირება მოვახდინეთ“, - განაცხადა მან, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
ორშაბათს დილით, დივერსიული აქტებიდან სამი დღის შემდეგ, საფრანგეთის მაღალსიჩქარიანი ქსელის ყველა მატარებელი ნორმალურად მუშაობს, – თქვა საფრანგეთის მთავრობამ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადიკალური მემარცხენე აქტივისტების ანონიმურმა ჯგუფმა, სავარაუდოდ, აიღო პასუხისმგებლობა საფრანგეთის რკინიგზაზე ფართომასშტაბიან დივერსიაზე.
26 ივლისს რკინიგზაზე მასშტაბური ავარია მოხდა. ოპერატორმა SNCF-მა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში განზრახ დააზიანეს ქსელი სამ განშტოებაზე.