
სააკაშვილი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის
29/07/2024 09:08:01 ციტატა
„ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ, ყველანი უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ასობით ათასი [ადამიანი] ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ მათ, [მიიღონ] ქართველი ერის არჩევნები. [...] ჩვენსა და ჩვენს გამარჯვებას შორის ვერ დადგება რამდენიმე ათასი "რობოკობი", ჩვენ მილიონები ვართ და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად საკუთარი თავის დაცვისთვის და იმისთვის, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ. გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ბრძოლით. არც ერთი სხვა შედეგი არ მიიღება ამ არჩევნებზე, გარდა ქართველი ხალხის სრული გამარჯვებისა. თქვენ ემზადებით გაყალბებისთვის, ძალადობისთვის, ჩვენ დავიცავთ ჩვენ თავს, ჩვენ მშვიდობიანად ვიდგებით ბოლომდე და არ მოგაგნებინებთ არჩევნებს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021