Accentnews.ge
იტალიის პრემიერმა ჩინეთში მისი პირველი ვიზიტის მიზნად "თანამშრომლობის გადატვირთვა" დაასახელა

იტალიის პრემიერმა ჩინეთში მისი პირველი ვიზიტის მიზნად "თანამშრომლობის გადატვირთვა" დაასახელა

29/07/2024 09:17:37 მსოფლიო

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ჩინეთში მისი პირველი ვიზიტისას თქვა, რომ პეკინთან "ორმხრივი თანამშრომლობის გადატვირთვას" ცდილობს, ევროკავშირთან დაძაბულობის ფონზე. ამის შესახებ მან ჩინეთის პრემიერ ლი ჩიანთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც იტალიის პრემიერმა აღნიშნა, მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში იყო "ნების დემონსტრირება ახალი ეტაპის დასაწყებად, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გადატვირთვის წელს, როდესაც ვზეიმობთ ჩვენი გლობალური სტრატეგიული პარტნიორობის 20 წლის იუბილეს."

"ჩვენი ქვეყანა თანამშრომლობის ერთგული რჩება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აჩვენონ ნამდვილი თანამშრომლობა წესების დაცვით, რათა ყველა კომპანიას ჰქონდეს შესაძლებლობა იმოქმედოს საერთაშორისო ბაზარზე თანაბარი პირობებით," - დაძინა იტალიელმა პოლიტიკოსმა.

ვიზიტის დროს მან ასევე ხელი მოაწერა სამწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს სტიმული მისცეს რომსა და პეკინს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

2019 წელს იტალია გახდა G7-ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა Belt and Road-ის ინიციატივას, მაგრამ გასულ წელს გამოვიდა პეკინის ეკონომიკური გავლენის შესახებ შეშფოთების გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S