Accentnews.ge
რუსეთში, თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე დამბა გაირღვა, არის მსხვერპლი

რუსეთში, თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე დამბა გაირღვა, არის მსხვერპლი

29/07/2024 09:57:27 მსოფლიო

რუსეთის კარელიის მხარეში, თეთრი ზღვა-ბალტიის არხზე ავარია მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, დამბის გარღვევის შედეგად დანგრეულია 13 სახლი, დაშავებულია 9 ადამიანი, სულ მცირე, 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო „ტასის“ ცნობით, წყალმა დაბა ნადვოიცასთან წალეკა არხის რეკონსტრუქციის პროცესში დამონტაჟებული შესაკრავი. 2023 წლის მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე 6000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ავარიის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენებული სანაოსნო არხი თეთრ ზღვას აკავშირებს ონეგის ტბასთან და გასასვლელი აქვს ბალტიის ზღვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S