
პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ლავროვის მოადგილე, რომელიც ევროპასთან ურთიერთობას კურირებდა
29/07/2024 12:13:18 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმირ ტიტოვი. განკარგულებაში, რომელსაც პუტინი აწერს ხელს, დიპლომატის გათავისუფლების მიზეზი არ წერია.
ტიტოვი დაიბადა 1958 წელს მოსკოვში, ის 66 წლისაა. მედია მიუთითებს, რომ საჯარო სამსახურის ასაკობრივი ზღვარი 65 წელია, თუმცა ზოგიერთი კატეგორიის მოხელეთა ის შეიძლება გაგრძელდეს 70 წლამდე. 2023 წლის მაისში პუტინმა ტიტოვს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა ერთი წლით გაუხანგრძლივა. იგივე გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორ სერგეი ვიაზალოვთან მიმართებაში.
2013 წლის აპრილიდან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ტიტოვი ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციულ, საკადრო და საკონსულო საკითხებს, ასევე ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობას.