Accentnews.ge
ზელენსკი და სირსკი ხარკოვში ჩავიდნენ ფრონტის ხაზზე

ზელენსკი და სირსკი ხარკოვში ჩავიდნენ ფრონტის ხაზზე

29/07/2024 12:56:27 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდ სირსკი ხარკოვში, ფრონტის ხაზთან მივიდნენ.

ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალებს პროფესიული დღე მიულოცა და ჯილდოები გადასცა.

მან სამხედროებს მადლობა გადაუხადა სიმამაცისა და თავდადებისთვის და ხაზი გაუსვა ხარკოვის მიმართულების სირთულეს.

„მთელი ქვეყანა თქვენს იმედზეა. ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ!“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ოფისი აღნიშნავს, რომ ზელენსკიმ და სირსკიმ ადგილზე სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელის ანგარიში მოისმინეს სპეციალური ოპერაციების ძალების სტრატეგიული განვითარების, ასევე შესრულებული და დაგეგმილი ამოცანების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S