
პრემიერი: „დინამოს“ სტადიონი არის ამორტიზებული
30/07/2024 05:03:39 პოლიტიკა, საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ახალი სტადიონის პროექტზე, რომლის აშენებასაც ვაზიანში გეგმავენ.
პრემიერმა ახალი პროექტზე საუბრისას პირველად აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია.
"ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. „დინამოს“ სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება, შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება. საუნივერსიტეტო რეფორმის კუთხით გვექნება სერიოზული შეთავაზებები საზოგადოებისთვის, კულტურის, სპორტის სფეროში, ყველა მიმართულებით ძალიან ამბიციური და ამავდროულად, რეალისტური გეგმა იქნება წარდგენილი საზოგადოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ჯერ კიდევ, ჩვენი მაჩვენებელი ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ჩვენი ეკონომიკა წელს გახდება 9 000 დოლარამდე, მაგრამ ევროპის ქვეყნებია, რომლებსაც ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა 30-40 ათასი დოლარი აქვთ. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტებს დავეწიოთ და ევროკავშირის განვითარების მინიმალურ დონეს გადავასწროთ, რაც საკმაოდ რეალურია. 2030 წლისთვის ამ ამოცანის შესრულებაც არის საკმაოდ რეალური. მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი მომავალი წლების განმავლობაში. ეს იქნება ჩვენი მთავარი პროგრამული ამოცანა მომავალი წლებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის: „დინამოს“ სტადიონის ამორტიზების შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. მას 2023 წლის უეფას ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატისთვის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომელსაც საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა.
„დინამო არენაზე“ გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური მატჩები (საბერძნეთთან).
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021