Accentnews.ge
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

30/07/2024 07:19:20 საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 47 წლის ბონდო გაგნიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, გაგნიძე ლუგანსკის მიმართულებაზე რუსების შტურმს ემსხვერპლა. ცხედარი საომარი მოქმედებების ზონიდან ჯერ გადმოსვენებული არ არის.

შეტაკებებისას სავარაუდოდ, დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

„ლუგანსკის ოლქში, სერებრიანსკის ტყეს ეძახიან, ამ მიმართულებაზე რუსების მასიური შტურმი დაიწყო და ბონდო დაიღუპა. მიცვალებული სამწუხაროდ, ჯერ არ არის ბრძოლის ველიდან გამოყვანილი. დღეს იქნება მცდელობა, რომ გამოვიყვანოთ“, - თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ვანო ნადირაძემ.

გაგნიძე უკრაინაში 2015 წლიდან იბრძოდა. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვლავ ჩაერთო ბრძოლაში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S