ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

30-07-2024 11:34:02 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურმა ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცერემონიას, რომელიც ირანის მეჯლისში გაიმართება, 70 უცხოური დელეგაცია დაესწრება“, - აღნიშნავს პრესსამსახური.

პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოდან გაემგზავრება პირველ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

Новости

Другие новости