Accentnews.ge
მაკრონმა ირანელი კოლეგა გააფრთხილა

მაკრონმა ირანელი კოლეგა გააფრთხილა

30/07/2024 08:37:02 მსოფლიო

29 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტ მასუდ პეზეშქიანს შორის გამართულ სატელეფონო საუბარში მაკრონმა კოლეგა უკრაინის ომში ირანის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის შესახებ გააფრთხილა,– იტყობინება ელისეის სასახლე.

საუბარში მაკრონმა ირანის პრეზიდენტს ასევე უთხრა, რომ ირანმა დესტაბილიზაციის გამომწვევი მოთამაშეების მხარდაჭერის შეწყვეტით თავისი როლი უნდა ითამაშოს ისრაელსა და ლიბანს შორის მზარდი ესკალაციის შეჩერებაში.

ამასთან, მაკრონმა მოითხოვა, ირანმა შეაჩეროს ბირთვული პროგრამის აღმაშფოთებელი ესკალაცია და ანგარიში გაუწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებს.

გადრა ამისა, ოფიციალური ცნობის მიხედვით, მაკრონმა საფრანგეთსა და ირანს შორის ურთიერთობების რეგილირების პრიორიტეტულ პირობად სამი ფრანგის ირანის ტყვეობიდან გათავისუფლება დასახელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S