HRW: რუსეთი ცდილობს, "ჩაახშოს" ინფორმაცია ოკუპირებული ყირიმიდან

22-01-2020 16:18:24 მსოფლიო

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ჰიუმან რაიტს უოჩი (HRW) რუსეთს ბრალს სდება, რომ ის ცდილობს "ჩაახშოს" ინფორმაციის ნაკადი უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის რეგიონიდან, უკრაინელი ჟურნალისტებისთვის იქ ჩასვლის აკრძალვით.

"დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის ნახევარკუნძულზე ჩასვლის აკრძალვა ხელს უწყობს ინფორმაციის ნაკადის ჩახშობას, ყირიმელი თათრების წინააღმდეგ მათი ზეწოლის და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ" - ამბობს ტანია ლოკშინა, ორგანიზაციის ევროპის და შუა აზიის პროგრამის ასოცირებული დირექტორი, 21 იანვარს, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 34 წლით აუკრძალა ყირიმში შესვლა ჟურნალისტ ტარას იბრაგიმოვს.

18 იანვარს იბრაგიმოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფმა, სასაზღვრო დაცვამ, მას 2054 წლის შუა პერიოდამდე აუკრძალა რუსეთში და ყირიმში შესვლა.

იბრაგიმოვმა, რომელიც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ყირიმის განყოფილებაში მუშაობს, რადიო თავისუფლებამ 18 იანვარს უთხრა, რომ ორდერი მას ახსნა-განმარტების გარეშე, პირადად გადასცეს. "დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკავშირდება ჩემს ჟურალისტურ საქმიანობას და იმ პუბლიკაციებისთვის გაწეულ სამუშაოს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ ყირიმელი თათრების მდგომარეობას ყირიმსა და რუსეთში" - ამბობს იბრაგიმოვი.

უფლებადამცველები და დასავლეთის მთავრობები გმობენ მათი თქმით რეპრესიების კამპანიას, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა ახორციელებს ყირიმელი თათრების და სხვების წინააღმდეგ - მათი, ვინც მოსკოვის მიერ ყირიმის ოკუპაციას აპროტესტებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები