30-07-2024 15:01:28 მსოფლიო
რადიკალური დაჯგუფება „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები ირანში აიათოლა ალი ხამენეის შეხვდნენ, - ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება.
„ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი ზიად ალ-ნახალე ირანში ახლად არჩეული პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებიან.
„ჰამასის“ განცხადებით, ისმაილ ჰანიე ფეზეშქიანს დილით შეხვდა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ თეირანში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფება პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად.
ის შეხვდა ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს და ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება.