Accentnews.ge
თოვლი, ნისლი, ქარბუქი – ამინდის პროგნოზი 25 იანვრამდე

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – ამინდის პროგნოზი 25 იანვრამდე

22/01/2020 12:32:01 საზოგადოება

23 იანვრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

„23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთასა და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი; დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – პროგნოზირებენ უწყების სინოპტიკოსები.

მისივე თქმით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S