30-07-2024 16:00:04 მსოფლიო
ირანში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიისთვის მზადება მიმდინარეობს.
როგორც ირანული მედია იუწყება, ირანი სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 70–მდე დელეგაციას უმასპინძლებს.
ირანული მედიის ცნობით, ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში უკვე იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, იემენის ჰუსიტების მოძრაობის "ანსარალა" პრეს–სპიკერი მოჰამედ აბდულ-სალამი, "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ზიად ალ-ნახალაჰი, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა, ეგვიპტის პრემიერ–მინისტრი და დელეგაცია ჩინეთიდან.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძეც დაესწრება.
როგორც ირანული მედია იტყობინება, ზემოთხსენებული პირები უკვე ჩავიდნენ თეირანში და უცხოური დელეგაციების მიღების პროცესი გრძელდება.
მისივე ცნობით, მიწვეულ სტუმრებს შორის არიან ბრაზილიის ვიცე– პრეზიდენტი ჯერალდო ალკმინი; რუსეთის სახელმწიფო სათათბირო თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ერაყის პრემიერ–მინისტრი მოჰამად შია ალ-სუდანი და პაკისტანის პრემიერ– მინისტრი შაჰბაზ შარიფი.