
ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
30/07/2024 15:55:25 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 24 წლის ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.