ყასემ სოლეიმანის მოკავშირე მოკლეს

22-01-2020 17:09:56 მსოფლიო

ირანში ნიღბიანმა პირებმა უსაფრთხოების ძალების მეთაური, გენერალი აბდოლჰოსეინ მოჯადამი მოკლეს. როგორც უცხოური მედია იუწყება, სამხედრო მაღალჩინოსანი, ბაღდადის აეროპორტში მოკლული ყასემ სოლეიმანის მოკავშირე იყო და რევოლუციური გვარდიის ბასიჯის ძალებს ხელმძღვანელობდა. ბასიჯის დანაყოფები კი აქტიურად მონაწილეობდა მშვიდობიანი აქციების დარბევაში, რასაც სხვადასხვა მონაცემებით, 300 დემონსტრანტი ემსხვერპლა.

ირანული მედია წერს, რომ მკვლელობა ხუზესტანის პროვინციაში მოხდა: ნიღბიანმა, რომლებიც მოტოკიცლეტებით გადაადგილდებოდნენ, მოჯადამის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები