საპატრიარქო: ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა

22-01-2020 17:16:47 საზოგადოება

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც 20 იანვრით თარიღდება.

„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)“,-ნათქვამია ბრძანებაში.

ცნობისთვის: მღვდელმონაზონი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, აკრიტიკებდა საპატრიარქოს უშუალოდ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებითაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები