მერიამ სკამების ტენდერი შეწყვიტა

22-01-2020 17:20:50

ტენდერი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიას 1 880 969 მილიონი ლარის ღირებულების სკამები უნდა შეეძინა ჭავჭავაძის გამზირისთვის, შეწყვეტილია.

როგორც სატენდერო კომისიის 20 იანვრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, მიზეზი "სკამების ვანდალიზმისგან დაცვა" გახდა.

ტენდერი 21 იანვარს უნდა დასრულებულიყო. ჯამში მერიას 155 სკამის შეძენა სურდა, რისთვისაც 2.5 მილიონი უნდა დაეხარჯა. შესაბამისად, თითო სკამის საშუალო ღირებულება 12 ათას ლარს აჭარბებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები