Accentnews.ge
"ჯოკერი ეთამაშეთ" - რიჟვაძის პასუხი გიდს, რომელიც დაინტერესდა, თუ რა შესთავაზონ ტურისტებს წვიმიან ამინდში

"ჯოკერი ეთამაშეთ" - რიჟვაძის პასუხი გიდს, რომელიც დაინტერესდა, თუ რა შესთავაზონ ტურისტებს წვიმიან ამინდში

29/05/2019 17:50:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

გიდის შეკითხვას -  რა შესთავაზონ ტურისტებს წვიმიან ამინდში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ასე პასუხობს - „ჯოკერი ეთამაშეთ.“ რეპლიკას დარბაზში სიცილი მოჰყვა, ამის შემდეგ კი მთავრობის წევრები სერიოზული პასუხის გაცემასაც შეეცადნენ. ეს ყველაფერი დღეს ტურიზმში ჩართულ პირებთან შეხვედრისას მოხდა.

ცნობილი გახდა, რომ ტურისტულ სეზონზე აჭარაში საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს - მის შემადგენლობაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანიც იქნება. კოტე ანანიაშვილს დღეს კითხვები დაუსვეს ტურისტების უსაფრთხოებაზე. მერიის მისამართით კი კითხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხებოდა. 

წყარო: http://ajaratv.ge

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S