"სამთავრობო აგარაკების" პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

22-01-2020 18:42:36 ეკონომიკა

წყნეთში მდებარე ყოფილ სამთავრობო აგარაკებს მყიდველი არ გამოუჩნდა:ღია ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა და დღეს, 17:00 საათზე დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 55 710 287 ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია, შესაბამისად, ჩაიშალა.

გამოიტანს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე წყნეთში მდებარე ყოფილ სამთავრობო აგარაკებს კვლავ გასაყიდად აუქციონზე, ჯერ უცნობია.

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზე არის განთავსებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები