31-07-2024 09:42:07 მსოფლიო
"ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსისა და "ჰამასის" განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჰამასის" განცხადების თანახმად, ჰანიე თეირანში მისი რეზიდენციის "დარბევის" დროს მოკლეს. დაჯგუფება მკვლელობაში ბრალს ისრაელს სდებს. "ჰამასის" პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ ეს იყო "მშიშარა საქციელი", რომელიც "უპასუხოდ არ დარჩება".
ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ "ინციდენტის" მიზეზი არ არის ნათელი, მაგრამ მიმდინარეობს "გამოძიება", ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს. ჯგუფის ცნობით, ჰანიე დაიღუპა ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ.
ისრაელს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.