გასულ წელს ავარიებს ქვეყანაში 500–მდე ადამიანი ემსხვერპლა

22-01-2020 18:49:08 საზოგადოება

2019 წელს საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა, რაც, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 22-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავდა 7921 ადამიანი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 9047 იყო.

შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა: 2019 წელს გზებზე 5839 ავტოავარია მოხდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 6452 იყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები