Accentnews.ge
საქსტატი: 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა

საქსტატი: 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა

31/07/2024 08:22:20 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი შეფასებით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა, ივნისში ზრდა კი 7.5% იყო.

საქსტატის ცნობით, გასულ თვეში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 13.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.7%-ით მეტია.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S