
ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია
31/07/2024 11:10:03 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) ასპარეზობს, რომელმაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანს იპონით სძლია.
ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი იქნება.
ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.
შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.